მთავარ შინაარსზე გადასვლა

მაიკლ კორლეონე - ჩარჩო

მზადდება შეკვეთით

₾160

1

გაიგზავნება 3–5 დღეში, თქვენს ან მიმღების მისამართზე.

მაიკლ კორლეონე მისთვის, ვინც „ნათლიას“ ზეპირად ციტირებს. მაიკლის შავ-თეთრი პორტრეტი CORLEONE-ის წარწერის ქვეშაა, წითელი ფრაზით „I'll make a deal you can't refuse.“ ქვემოთ რევოლვერის მაკეტი, 10 000-დოლარიანი ბუტაფორიული დასტა, სიგარა და სამი ვაზნის მაკეტია.

ნამუშევარი შავ ჩარჩოშია გამჭვირვალე საფარით, ზომა 40 × 30 სმ: შავ-თეთრი პორტრეტი კარგად მოერგება ოფისს, კაბინეტს ან შოურუმს. თითოეულ ნამუშევარს ხელით ვაწყობთ ჩვენს სახელოსნოში, თბილისში.

ვისთვისაა: საქმიანი კაცისთვის, ბიზნესის მფლობელისთვის, უფროსისთვის, რომელსაც ხმის აწევა იშვიათად სჭირდება, ან ქმრისთვის, რომელიც ფილმს ვახშმისას ციტირებს. კარგი საჩუქარია პირველი დიდი გარიგების, დაწინაურების ან ახალი ოფისის აღსანიშნავად, დაბადების დღეზე ან ახალ წელს.

გსურთ, საჩუქარი პერსონალური იყოს? მზა ნამუშევრების უმეტესობას სხვა წარწერაზეც გადავაკეთებთ: მის სახელზე, კომპანიის სახელზე ან მნიშვნელოვან თარიღზე. შეკვეთამდე მოგვწერეთ.

კუპიურები ბუტაფორიულია და გადახდის საშუალება არ არის, რევოლვერი და ვაზნები მაკეტებია.

მაიკლ კორლეონე - კედლის დეკორი და საჩუქარი მამაკაცისთვის, რომელიც ისეთ გარიგებებს სთავაზობს, უარს რომ ვერ ეტყვი.

სახელოსნოს სხვა ნამუშევრები