მთავარ შინაარსზე გადასვლა

Money Loves Silence - ჩარჩო

მზადდება შეკვეთით

₾80

1

გაიგზავნება 3–5 დღეში, თქვენს ან მიმღების მისამართზე.

ორიგინალური საჩუქარი მისთვის, ვინც საქმეს აკეთებს და მასზე ლაპარაკი არ უყვარს. ფულს სიჩუმე უყვარს - და ეს ნამუშევარიც ამას წყნარად ამბობს: ერთი 10 000-დოლარიანი ბუტაფორიული დასტა სუფთა შავ ფონზე, ქვემოთ კი წარწერები MONEY LOVES SILENCE და STAY FOCUSED.

ჰორიზონტალური შავი ჩარჩო გამჭვირვალე საფარით, ზომა 40 × 30 სმ: კარგად გამოიყურება სამუშაო მაგიდაზე ან მის გვერდით, სახლის კაბინეტში თუ ოფისში. თითოეულ ნამუშევარს ხელით ვაწყობთ ჩვენს სახელოსნოში, თბილისში.

ვისთვისაა: ბიზნესის მფლობელისთვის, რომელიც გეგმებს წინასწარ არ ამხელს, ინვესტორისთვის, დამფუძნებლისთვის პროექტის გაშვებამდე ან ქმრისთვის, რომელიც სიჩუმეში უკეთ მუშაობს. კარგი საჩუქარია დაბადების დღეზე, ახალ წელს, დაწინაურებისას ან ახალი ოფისის გახსნისას.

კარგად ეწყობა I Love Money-ის ჩარჩოს (იყიდება ცალკე): ერთი ჩუმად ამბობს, მეორე - ხმამაღლა, და გვერდიგვერდ ერთმანეთს ავსებენ. მზა ნამუშევრების უმეტესობას სხვა წარწერაზეც გადავაკეთებთ, ასე რომ, თუ მისი საკუთარი სიტყვები გსურთ, შეკვეთამდე მოგვწერეთ.

კუპიურები ბუტაფორიულია და გადახდის საშუალება არ არის.

ორიგინალური საჩუქარი მამაკაცისთვის, რომელიც შედეგებს ალაპარაკებს: მშვიდი შეხსენება სამუშაო მაგიდაზე - STAY FOCUSED.

სახელოსნოს სხვა ნამუშევრები