მთავარ შინაარსზე გადასვლა

სოპრანოს კლანი: ვისკი და პისტოლეტი - ჩარჩო

მზადდება შეკვეთით

₾180

1

გაიგზავნება 3–5 დღეში, თქვენს ან მიმღების მისამართზე.

„სოპრანოს კლანი“ ფანისთვის, რომელსაც სახლში ვისკის თარო აქვს. სათაურის ქვეშ მსახიობები თეთრი ტრაფარეტითაა გამოსახული, ქვემოთ კი ვისკის მინიატურული ბოთლი, სიგარა, ვერცხლისფერი პისტოლეტის მაკეტი, ვაზნის მაკეტი და 100-დოლარიანი ბუტაფორიული კუპიურების შეკვრაა.

ნამუშევარი შავ ჩარჩოშია გამჭვირვალე საფარით, ზომა 40 × 30 სმ: კარგად მოერგება სახლის ბარს, კაბინეტს ან სამუშაო მაგიდის თავზე კედელს. თითოეულ ნამუშევარს ხელით ვაწყობთ ჩვენს სახელოსნოში, თბილისში.

ვისთვისაა: ქმრისთვის, რომელსაც სერიალი არაერთხელ უნახავს, შეყვარებულისთვის, რომელიც კარგ ვისკის აფასებს, ან უფროსისთვის, რომელსაც ოფისში კარგი ბოთლი უდგას. კარგი საჩუქარია დაბადების დღეზე, წლისთავზე, დაწინაურებისას ან ახალ წელს.

გირჩევნიათ სხვა ფილმი? მზა ნამუშევრების უმეტესობას სხვა წარწერაზე ან სხვა ფილმზეც გადავაკეთებთ. შეკვეთამდე მოგვწერეთ.

კუპიურები ბუტაფორიულია და გადახდის საშუალება არ არის, პისტოლეტი და ვაზნა მაკეტებია.

„სოპრანოს კლანი“ - კედლის დეკორი და საჩუქარი მამაკაცისთვის: ვისკი, სიგარა და მთელი „ოჯახი“ ერთ ჩარჩოში, იმ ფანისთვის, ვისაც ყველა სერია ნანახი აქვს.

სახელოსნოს სხვა ნამუშევრები