მთავარ შინაარსზე გადასვლა

სოპრანოს კლანი - ჩარჩო

მზადდება შეკვეთით

₾140

1

გაიგზავნება 3–5 დღეში, თქვენს ან მიმღების მისამართზე.

„სოპრანოს კლანი“ მისთვის, ვისაც სიგარის მოწევის რიტუალი უყვარს. თეთრი წარწერა The Sopranos მუქ ფონზეა, ქვემოთ კი სიგარა, ვერცხლისფერი სიგარის საჭრელი, ვერცხლისფერი სანთებელა და 100-დოლარიანი ბუტაფორიული კუპიურების შეკვრაა, შავი რეზინით შეკრული.

ნამუშევარი შავ ჩარჩოშია გამჭვირვალე საფარით და კარგად მოერგება კაბინეტს, სახლის ბარს ან სამუშაო მაგიდის უკან კედელს, სადაც ვერცხლისფერი დეტალები სინათლეს ირეკლავს. თითოეულ ნამუშევარს ხელით ვაწყობთ ჩვენს სახელოსნოში, თბილისში.

ვისთვისაა: სიგარის მოყვარულისთვის, ქმრისთვის ან შეყვარებულისთვის, რომელსაც სერიალი არაერთხელ უნახავს, ან უფროსისთვის, რომელსაც დღის ბოლოს სიგარა უყვარს. კარგი საჩუქარია დაბადების დღეზე, წლისთავზე, დაწინაურებისას ან ახალი ოფისის გახსნისას.

გირჩევნიათ სხვა ფილმი? მზა ნამუშევრების უმეტესობას სხვა წარწერაზე ან სხვა ფილმზეც გადავაკეთებთ. შეკვეთამდე მოგვწერეთ.

კუპიურები ბუტაფორიულია და გადახდის საშუალება არ არის.

„სოპრანოს კლანი“ - კედლის დეკორი და საჩუქარი მამაკაცისთვის: სიგარა, საჭრელი, სანთებელა და კუპიურები ერთ ჩარჩოში, დეტალების მოყვარულისთვის.

სახელოსნოს სხვა ნამუშევრები